იტალიური ბრეშიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში მოხვედრას 3 ქართველი ჩოგბურთელი – სოფო შაფათავა, სოფო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე ცდლობდა, თუმცა, მიზანს ვერცერთმა მიაღწია.
კვალიფიკაციაში ყველაზე შორს გასვლა შაფათავამ მოახერხა, რომელსაც მე-2 განთესვა გააჩნდა. სოფომ იტალიელი ნიკოლ ფოსა უერგოს 6:1, 6:1 სძლია, შემდეგ კიდევ ერთი მასპინძელი დებორა კიეზა 6:3, 6:1 დაამარცხა, გადაწყვეტ რაუნდში კი მე-8 რეიტინგის მქონე ვენესუელელ ანდრეა გამიზს ვერ გაუმკლავდა – 0:6, 1:6.
ქვაცაბაიამ საკვალიფიკაციო ბადის პირველ წრეში სწორედ ხსენებულ გამიზთან 6:7 (1:7), 1:6 წააგო, გორგოძე კი მე-5 განთესვის მქონე ფრანგ მირტილ გერგესთან 0:3 მარცხდებოდა, როდესაც თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
ახლა, ქართველი ჩოგბურთელები ძალებს წყვილთა შეჯიბრში გამოსცდიან. ქვაცაბაია და შაფათავა მერვედფინალში იმავე გერგესს და იტალიელ მარტინა ტრევისანს ეთამაშებიან, ხოლო გორგოძე და სლოვენიელი ნასტია კოლარი, რომელთაც მე-4 განთესვა გააჩნიათ, იტალიელებს – გარეგაროს და ფერანდოს დაუპირისპირდებიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აბა თქვენ იცით ჩამი ჯ ვი თ ბილეთში
D:
მანჩესტერს ტრამვებიღა აკლდა სრული ბედნიერებისთვის
))
არაიშავს ამის შემცვლელი კი გვყავს
ვინ?
D
კაგავა, ვალენსია და იანუზაი
შენ ამოირჩიე რომელიც გინდა 
ლივერპულელებმა გაიხარეთ. ნახევარი მანჩესტერი ლაზარეთშია. სუარესმა ახალი კონტაქტი გააფორმა ლივერპულთან. ვაშააააა
მაინც ჩოილარები არიან ეგენი, ნახევარი კიარა თუნდაც მთელი მანჩესტერი დაიმტვრეს
)) რადროს ლივერპულია თუძმა ხარ 
სუარესია სუარესი ლივერპული კი არა. არსენალი ტვინს ვეღარ შეჭამს თავისი 40მილიონს პლიუს 1 სჰემოთავაზებებით. 80მილიონს 1 თეთრიც არ დააკლდება
ბიტლები ლივერპულიდან არ იყვნენ?
))))
ეს გინდ ყოფილა გინდ არა, ჩამოსხმა სუფთა