ფეხბურთი

12:57 | 2.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

პლატინი 2018 წლის მუნდიალს ბოიკოტს არ გამოუცხადებს

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტი მიშელ პლატინი რუსეთში გასამართი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების წინააღმდეგ არ გამოვა.

რუსეთში გასამართ მუნდიალს ინგლისი და დანია აპროტესტებენ. დანიის ფეხბურთის ფედერაციას სურს 21-ე მსოფლიო ჩემპიონატი სამხრეთ ამერიკის ან ევროპის რომელიმე ქვეყანაში გაიმართოს. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას კი მხარს ინგლისის მთავრობა უჭერს. ასოციაციის თავკაცის გრეგ დიკის განცხადებით, აღნიშნულ პროტესტს 10 დიდი ქვეყანა მაინც უნდა შეუერთდეს, რათა იდეა განხორციელდეს.

მიუხედავად იმისა, რომ პლატინის არ სურდა იოზეფ ბლატერი გამხდარიყო ფიფას პრეზიდენტი, აღნიშნული ბოიკოტის მომხრე მაინც არაა. სამაგიეროდ, შვეიცარიელმა ფრანგი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა და ამით პლატინის გული ცოტათი მოიგო.

0.062073