ფეხბურთი

12:23 | 2.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილია კოპა ამერიკაზე გუსტავოსაც მოისაკლისებს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და “ვოლფსბურგის” ნახევარმცველი ლუის გუსტავო მარჯვენა მუხლის ტრავმის გამო 2015 წლის კოპა ამერიკის გათამაშებას გამოტოვებს. რამდენიმე დღის წინ “მგლებმა” “დორტმუნდი” გერმანიის თასის ფინალში 3:1 დაამარცხა, გუსტავომ გოლი გაიტანა და ტრავმაც ამ მატჩში მიიღო.

“სელესაოს” თავკაც დუნგას გუსტავოს შემცვლელის მოძებნა მოუწევს. რამდენიმე დღის წინ ბრაზილიას ტრავმის გამო უკვე გამოაკლდა მადრიდის “რეალის” მცველი მარსელო. მის შემცვლელად დუნგამ ნაკრებში “ინტერნასიონალის” ფეხბურთელი ჯეფერსონი იხმო.

0.119264