“პალერმოს” პრეზიდენტის მაურისიო ძამპარინის განცხადებით, ტურინის “იუვენტუსმა” 21 წლის არგენტინელი ფეხბურთელის პაოლო დიბალას სანაცვლოდ 32 მილიონი ევრო გადაიხადა. ამავდროულად სიცილიის კლუბი სამხრეთამერიკელის თამაშიდან გამომდინარე ბონუსებსაც მიიღებს.
“კარგი გარიგება იყო. მივიღე კლუბისთვის საჭირო დიდი რაოდენობის თანხა, “იუვენტუსს” კი სჭირდებოდა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი. ტურინელთა გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ იცის თავისი ბიზნესი. დიბალა “ახალი მესია”. “იუვემ” მის სანაცვლოდ 32 მილიონი გაიღო და პლუს ბონუსებიც. შემოთავაზება ბევრი კლუბისგან მქონდა, მაგრამ არგენტინელმა ამ დროისთვის საუკეთესო გუნდი აირჩია”, - განაცხადა ძამპარინიმ.
გასულ სეზონში დიბალამ 35 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 13 გოლი და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. არგენტინელის სატრანსფერო ღირებულებამ კი 5-დან 23 მილიონ ევრომდე აიწია.