ფეხბურთი

11:10 | 2.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ესიენი “პანათინაიკოსში” გადაბარგდა

“მილანის” ნახევარმცველი მაიკლ ესიენი კარიერას საბერძნეთში, ათენის “პანათინაიკოსის” რიგებში გააგრძელებს. 31 მაისს ათენელებმა პაოკ-ი შინ 2:0 დაამარცხეს და ამ გამარჯვებით ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს. აფრიკელი ფეხბურთელიც აღნიშნულ შეხვედრაზე იმყოფებოდა.

მოსალოდნელია, რომ ესიენი ბერძნულ გრანდთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში ანაზღაურების სახით მილიონი ევრო ექნება.

მაიკლს “მილანთან” კონტრაქტი ოფიციალურად 30 ივნისს უმთავრდება და თავისუფალი აგენტის სტატუსით “პანათინაიკოსში” გადაბარგდება. გასულ სეზონში ნახევარმცველმა 13 მატჩი ჩაატარა და თავი ვერაფრით გამოიჩინა.

0.113539