ქართული ჭადრაკის მორიგი წარმატება. ამჯერად, წარმატებას ვაჟთა ჭადრაკის წარმომადგენელმა, 16 წლის გიორგი სიბაშვილმა (2361) მიაღწია!
გიორგიმ სანკტ-პეტერბურგში დასრულებულ “მსოფლიოს ახალგაზრდა ვარსვლავთა” პრესტიჟულ შეჯიბრში მეორე ადგილი დაიკავა. მან უკვე მესამედ შეასრულა საერთაშორისო ოსტატის ნორმა და ფიდე-ს უახლოეს კოგრესზე ქართულ ჭადრაკს კიდევ ერთი ტიტულოვანი მოჭადრაკე შეემაატება.
ტურნირზე 9-დან 8 ქულით პირველი ადგილი საერთაშორისო ოსტატმა მაქსიმ ჩიგაევმა (რუსეთი, 2496) დაიკავა. ქართველი მოჭადრაკე გამარჯვებულს მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩა. 7-7 ქულით III-IV ადგილები კირილ კოზიონოვმა (რუსეთი, 2396) და ანდრეი ესიპენკომ (რუსეთი, 2350) გაინაწილეს.
გიორგი სიბაშვილი დღეისათვის ვაჟთა ჭადრაკის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა მოთამაშედ ითვლება. მის წარმატებათა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია 2014 წელს ბათუმში გამართული ევროპის ჩემპიონატის ვერცხლი (16 წლიანებში) და პრაღის 2012 წლის ევროპირველობის ბრინჯაო (14 წლიანებში).
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ულოცავს, გიორგის და მის სეკუნდატს, საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელ ხვიჩა სუპატაშვილს მნიშვნელოვან წარმატებას.
www.gcf.org.ge