ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა ლა ლიგის მაისის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
თვის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, სამი მოთამაშე “ვალენსიადანაა” წარდგენილი. ოთხთვიანი პაუზის შემდეგ, თვის რჩეულ ფეხბურთელთა შორის მოხვდა “რეალის” ლიდერი კრიშტინო რონალდუ. სიმბოლურშია “ბარსელონას” ვარსკვლავი ლიონელ მესიც.
მაისის საუკეთესო ესპანური გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე: დიეგო ალვეში (“ვალენსია”);
მცველები: ალბერტო ლოპო (“დეპორტივო”), ნიკოლას ოტამენდი (“ვალენსია”), მარსელო (“რეალი”), დანიელ ალვეში (“ბარსელონა”);
ნახევარმცველები: ტომას ტეიე პარტი (“ალმერია”), ვისენტე იბორა (“სევილია”), სოფიან ფეგული (“ვალენსია”);
თავდამსხმელები: კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”), ლიონელ მესი (“ბარსელონა”), იუსეფ ელ არაბი (“გრანადა”).