პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც სომხეთთან და იტალიასთან გასამართი მატჩების განაცხადში მოხვდნენ.
მეკარეები: რუი პატრისიუ (“სპორტინგი”), ბეტუ (“სევილია”, ესპანეთი), ანტონი ლოპეში (“ლიონი”, საფრანგეთი);
მცველები: სედრიკი (“სპორტინგი”), ბრუნუ ალვეში (“ფენერბაჰჩე”, თურქეთი), ჟოზე ფონტე (“საუთჰემპტონი”, ინგლისი), რიკარდუ კარვალიო (“მონაკო”, საფრანგეთი), დანიელ კარისუ (“სევილია”, ესპანეთი), ფაბიუ კოენტრაუ (“რეალი”, ესპანეთი), ელიზეუ (“ბენფიკა”);
ნახევარმცველები: ვილიამ კარვალიო, ადრიენი (ორივე “სპორტინგი”), დანილო (“მარიტიმუ”), ჟოაუ მოუტინიო, ბერნარდუ სილვა (ორივე “მონაკო”, საფრანგეთი), ტიაგუ მენდეში (“ატლეტიკო”, ესპანეთი), ანდრე ანდრე (“ვიტორია გიმარაეში”), პიცი (“ბენფიკა”);
თავდამსხმელები: ედერი (“ბრაგა”), კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”, ესპანეთი), ნანი (“სპორტინგი”), რიკარდუ კუარეჟმა (“პორტუ”), დანი (“ზენიტი”, რუსეთი), სილვესტრ ვარელა (“პარმა”, იტალია).
პორტუგალიის ნაკრები, 13 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, სომხეთს დაუპირისპირდება. სამ დღეში, სანტუშის შეგირდები იტალიას ამხანაგურად გაეჯიბრებიან.