იტალიური "ემპოლის" 20 წლის მცველმა დანიელე რუგანიმ იტალიის სერია A-ში კარიერაში პირველად აწ დასრულებულ სეზონში ითამაშა. იტალიის ახალგაზრდული ნაკრების მცველმა სეზონის რეკორდი დაამყარა. რუგანი სერია A-ს ფეხბურთელებს შორის ერთადერთი გამოდგა, რომელმაც მოედანზე ყველა სათამაშო წუთი გაატარა, ჯამში - 3420. მან "ემპოლის" ღირსება 38 მატჩში დაიცვა და გუნდის მთავარ მწვრთნელ მაურიციო სარის არასდროს შეუცვლია. რუგანიმ აღნიშნულ შეხვედრებში 3 გოლის გატანაც მოახერხა.
გარდა ამისა, იგი კიდევ ერთი საინტერესო მიღწევის ავტორი გახდა – რუგანის, მიუხედავად სარეკორდო ნათამაშები წუთებისა, არცერთხელ მიუღია ყვითელი ბარათი, რაც უადაოდ აღსანიშნი ფაქტია.
ახალგაზრდა ფეხბურთელის ასეთი კარგი თამაში უყურადღებოდ არ დარჩენილა და იგი ზაფხულიდან ტურინის "იუვენტუსში" გადაბარგდება.