იტალიის სერია A-ს ბინადარმა "სასუოლომ" გუნდის მთავარ მწვრთნელ ეუსებიო დი ფრანჩესკოს კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივა. ამის შესახებ "ნეროვერდის" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
"ვაცხადებთ, რომ მწვრთნელ ეუსებიო დი ფრანჩესკოს კონტრაქტი 2017 წლის ივნისამდე გაუხანგრძლივდა", - წერს "სასუოლოს" საიტი.
"რომასა" და იტალიის ნაკრების ყოფილი ფებხურთელი "სასუოლოს" ჯერ 2012-2014 წლებში წვრთნიდა და გუნდი ისტორიაში პირველად სერია A-ში გადაიყვანა, 2014 წლის ზამთარში კი იგი დაითხოვეს, მაგრამ 2014 წლის ზაფხულში ისევ უკან დაბრუნეს.
2014-2015 წლების სეზონი დი ფრანჩესკოს გუნდმა 49 ქულით მე-12 ადგილზე დაასრულა.