თბილისის "დინამო" მანუელ ონვუს, სტეფან ბუკორაცისა და გიორგი ჩირგაძის შემდეგ კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა. როგორც "დინამოს" ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, მცველი ვაჟა ტაბატაძე ამ გუნდის ღირსებას აღარ დაიცავს.
24 წლის ტაბატაძე "დინამოში" 2015 წლის ზამთარში ჩაირიცხა და ლურჯი მაისურით 6 მატჩის გამართვა მოახერხა. მანამდე იგი ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობაში ირჯებოდა.