ფეხბურთი

16:10 | 1.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სპორტინგმა” პორტუგალიის თასი მოიგო

პორტუგალიის თასის ფინალში ლისაბონის “სპორტინგმა” “ბრაგა” მატჩის შემდგომი თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა და არსებობის ისტორიაში ტიტული მეთექვსმეტედ მოიპოვა.

ფინალი ლისაბონელებისთვის მოულოდნელად დაიწყო. მე-14 წუთზე კედრიკი საჯარიმოში მეტოქის წაქცევისთვის წითელი ბარათით დაისაჯა, პენალტი ედერმა ზუსტად შეასრულა. კაცნაკლულ გუნდს კი ბრაგაელებმა 25-ე წუთზე მეორე გოლი გაუტანეს. მატჩის მიწურულისკენ “სპორტინგმა” ძალა მოიკრიბა, 84-ე და 93-ე წუთებზე ორი გოლი გაიტანა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა.

115-ე წუთზე ფეხბურთელი “ბრაგასაც” გაუგდეს. თერთმეტმეტრიანების სერიაში კი “სპორტინგმა” 3:1 მოიგო და თასის გამარჯვებული გახდა.

0.207787