ფეხბურთი

15:02 | 1.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბლანმა პსჟ-ში ალვეშის გადასვლა გამორიცხა

“პარი სენ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა განაცხადა, რომ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და კატალონიის “ბარსელონას” მცველი დანი ალვეში პარიზულ კლუბში არ გადავა.

“შემიძილია გითხრათ, რომ დანი ალვეში პსჟ-ში არ მოდის. ალვეშის კონტრაქტი “ბარსელონასთან” იწურება და მას სურს კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივება, სულ ესაა.” – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

ალვეშის შესახებ ევროპული მედია სხვადასხვა სახის ცნობებს ავრცელებს. კლუბის პრეზიდენტის ხოსეპ მარია ბართომეუს განცხადებით, როგორც ფეხბურთელს, ასევე “ბარსას” სურს თანამშრომლობის გაგრძელება.

0.10079