ფეხბურთი

13:53 | 1.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო" სამმა ფეხბურთელმა დატოვა

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი თბილისის "დინამო" თავდამსხმელებმა გიორგი ჩირგაძემ, ესპანელმა მანუელ ონვუმ და სერბმა ნახევარმცველმა სტეფან ბუკორაცმა დატოვეს. ეს ინფორმაცია "მსოფლიო სპორტთან" საუბრისას თბილისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემაც დაადასტურა.

ჩირგაძე "დინამოს" ღირსებას 2014 წლიდან მოყოლებული იცავდა და გასულ სეზონში 28 მატჩში თავი 7-ჯერ გამოიჩინა. რაც შეეხება 27 წლის ონვუს, იგი გუნდში ზამთარში მივიდა და უმაღლეს ლიგაში 10 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. ონვუ გუდნიდან გაშვებისგან ვერც თასის ფინალში ორმა გატანილმა გოლმა იხსნა. 24 წლის ბუკორაციც "დინამოში" იანვარში ჩაირიცხა, თუმცა გუნდში ვერაფრით დამკვიდრდა. იგი მოედანზე მხოლოდ 7-ჯერ გავიდა და გოლი არ გაუტანია.

0.117536