ჭადრაკი

12:27 | 1.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხუთეული და სავარაუდოდ, ძაგნიძეც

ჩაქვში დასრულებულ ევროპის ქალთა ჩემპიონატში I - XIV ადგილზე გასულმა მონაწილეებმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს.

ვინაიდან, 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურები წინა წლის ევროპის ჩემპიონატზეც გათამაშდა, პირველ ათეულში მოხვდნენ უკვე საგზურის მფლობელი მოჭადრაკეებიც და ამის გამო, საგზურები მომდევნო ადგილებზე გასულთა შორის განაწილდა.

ქართველი მონაწილეებიდან მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს: ბელა ხოტენაშვილმა და სოფიკო გურამიშვილმა. საგზურები უკვე მოპოვებული ჰქონდათ: ნინო ბაციაშვილს, სალომე მელიას და ნინო ხურციძეს.

ამრიგად, 2016 წელს ქალთა პირად მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ: ხოტენაშვილი, გურამიშვილი, მელია, ბაციაშვილი და ხურციძე. სავარაუდოდ, მათ შეურთდება ნანა ძაგნიძეც, როგორც მსოფლიოს საჭადრაკო რეიტინგით ტოპ-ხუთეულის წევრი.

0.110792