ფეხბურთი

12:04 | 1.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის თასი სახელს იცვლის

ინგლისის ასოციაციის თასის გათამაშებას ახალი სეზონიდან ავიაკომპანია Emirates-ის სახელი დაერქმევა - The Emirates FA Cup.

როგორც Sky Sports-ი იტყობინება, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციასა და Emirates შორის სამწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. ტურნირის სახელწოდების ცვლილებისთვის ავიაკომპანია 30 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტს გაიღებს.

აღსანიშნავია, რომ Emirates-ი ასპონსორებს ლონდონის “არსენალსაც”, რომელიც ასოციაციის თასის ბოლო ორი გათამაშების გამარჯვებული გახდა. ამ ავიაკომპანიის სახელს ატარებს “მეთოფეთა” საშინაო არენაც.

სტატისტიკა
0.269508