“მონაკოს” ცენტრალური მცველი აიმენ აბდენური შესაძლოა მიუნხენის “ბაიერნში” აღმოჩნდეს. ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის L’Equipe–ის ცნობის თანახმად, გერმანულ გრანდს დაცვის ხაზის გაძლიერება სურს და ხოსეპ გვარდიოლა ტუნისელი ფეხბურთელის კანდიდატურას სერიოზულად განიხილავს.
აიმენმა განვლილი სეზონი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა (26 მატჩში 1 გოლი), რამაც მის მიმართ ინტერესი ძალიან გაზარდა. “ბაიერნის” გარდა, მისი შეძენა “ვოლფსბურგს”, “ტოტენჰემსა” და “ნიუკასლს” სურთ.
25 წლის მცველს “თავადებთან” მოქმედი ხელშეკრულება 2019 წლამდე აკავშირებს და 14 იანვრის მონაცემებით 8.8 მილიონ ფუნტადაა შეფასებული.