ლონდონურ “კრისტალ პალასს” თანაქალაქელი “ტოტენჰემის” თავდამსხმელის ემანუელ ადებაიორის შეძენა სურს. აღნიშნულ ცნობას ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს.
ტოგოელი შემტევი “დეზების” გეგმებში აღარ შედის და მაურისიო პოჩეტინოს მისი გაშვება აქვს გადაწყვეტილი. ემანუელს “ტოტენჰემთან” მოქმედი კონტრაქტი 2016 წელს ეწურება, თუმცა კლუბი მას ნებისმიერ შემოთავაზებაზე შეელევა.
როგორც ცნობილია, გამოცდილი თავდამსხმელის დამატება ალან პარდიუს პირადი სურვილია, რომელიც თვლის, რომ ადებაიორი მისი გუნდის შეტევას გააძლიერებს.
31 წლის ფორვარდმა გასულ სეზონში 17 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.