ფეხბურთი

22:29 | 31.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვიტესმა” ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების ვაკო ყაზაიშვილის და გურამ კაშიას არნემის “ვიტესმა” ევროპის ლიგის 2015/16 წლების სეზონის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ქართველთა გუნდმა ერედივიზიონის ევროპის ლიგის ფლეიოფში “ჰერენვეენი” ორი მატჩის ჯამში 7:4 დაამარცხა. განმეორებითი შეხვედრა “ვიტესმა” შინ 5:2 მოიგო. გურამ კაშიამ 11-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ვაკო ყაზაიშვილმა კი 86-ე წუთზე ვან დერ ჰეიდენს საგოლე გადაცემა გაუკეთა და ჰოლანდიელს საბოლოო ანგარიში დააფიქსირებინა.

კაშიამ მიმდინარე სეზონში 34 მატჩში ორი გოლი გაიტანა და ორივე “ჰერენვეენის” კარში. ყაზაიშვილმა კი ყველა ტურნირზე 41 მატჩი ჩაატარა და 14 გოლთან ერთად 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.

კაშიას გოლის ნახვა 01:07 წუთიდან შეგეძლებათ, ხოლო ყაზაიშვილი საგოლე გადაცემის ხილვა 4:53 წუთიდან.

0.168887