პარიზში მიმდინარე “როლან გაროსის” ტურნირიზე წარმატებულ სვლას განაგრძლობს მსოფლიოს მეშვიდე ნომერი სერბი ანა ივანოვიჩი.
ანამ 1/8-ფინალში რუსი ეკატერინე მაკაროვა სამ სეტში 7:5, 3:6. 6:1 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 44 წუთს გაგრძელდა. ივანოვიჩმა 5 ბრეიკი გააკეთა და 4 ეისი ჩააწოდა. მაკაროვამ სამი ბრეიკი შეასრულა და ვერც ერთი ეისი ვერ ჩააწოდა.
ივანოვიჩი ტურნირის მეოთხედფინალში უკრაინელ ელენა სვიტოლინას შეხვდება, რომელმაც თავის მხივ 1/8-ფინალში ფრანგ ალიზ კორნეს 6:2, 7:6 მოუგო. სერბი და უკრაინელი აქამდე ერთმანეთს 6-ჯერ შეხვედრილან და ექვსივე შეხვედრა ანას გამრჯვებით დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ ანა ივანოვიჩს “როლანდ გაროსი” ერთხელ 2008 წელს აქვს მოგებული.
ივანოვიჩი – მაკაროვას მატჩის მნიშვნელოვანი მომენტები:
https://www.youtube.com/watch?v=4B2Aa8KAXoc