საქართველოს დედაქალაქში მიმდინარე ელიტ რაუნდის მეორე ტურში ესპანეთმა თურქეთის ნაკრები 5:0 დაამარცხა.მთელი მატჩის განმავლობაში ესპანეთის ნაკრები ფლობდა უპირატესობას, თურქეთის ნაკრებს კი უჭირდა მეტოქის ნახევარზე გადასვლა და გაზრებული შეტევების გაკეთება.
მე-8 წუთზე ანგარიში გაიხსნა. “ვილიარეალის” მოთამაშე ალფონსო პედრაზამ საჯარიმოს გარედან დაარტყა მეტოქის კარისკენ, ბურთი მეკარისკენ წავიდა, თუმცა გოლკიპერმა მოძრაობა დააგვიანა, ინერტულად იმოქმედა და გოლი გაუშვა. ხაგზასმით შეიძლება იმის თქმა, რომ თურქეთის ნაკრების მეკარე შეცდა.
იყო ეპიზოდები, როდესაც თურქები ცდილობდნენ შეტევის გამწვავებას, მათგან ყველაზე გამორჩეული ოგულსან ჩაღლაენი იყო, მან ერთ-ერთ ეპიზოდში, მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს საკუთარ თავზე აიღო თამაში, მის წინ ორი მცველი იდგა, მათთან ორთაბრძოლისას კი წაიქცა, ცოტა საეჭვო ეპიზოდი გამოვიდა. თუმცა გამეორების გარეშე გადაჭრით ძნელია თქმა იყო თუ არა წესების დაღვევა.
პირველი ტაიმის მიმდინარეობისას, გაშვებული გოლის შემდეგ ბურთის ფლობის უპირატესობა ესპანელთა მხარეს იყო და ტაიმის ბოლოს ლოგიკური გოლი გავიდა: “სარაგოსას” მოთამაშე ჟესუს ვალეხომ ორამდე გაზარდა სხვაობა და ესპანელთა დომინირება ანგარიშში ასახა.
ესპანელთა კაპიტანი ვალეხო ამპლუით ცენტრალური მცველია. სტანდარტული სიტუაციების დროს ცდილობდა შეტევაში ჩართვას, რამაც განაპირობა მეორე გოლი.
მეორე ტაიმში დე ლა ფუენტეს გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა. შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო პასი “ბეტისის” მოთამაშე დანი სებალიოსმა შეასრულა, რომელმაც კარგად გაშალა შეტევა, შემდეგ მისმა თანაგუნდელებმა ორჯერ დაარტყეს კარისკენ, მაგრამ ორივე შემთხვევაში ბურთი კარის ძელს მოხვდა.
მესამე გოლისას მეტოქის საჯარიმოში სამსვლიანი კომბინაცია გათამაშდა. მარიო-ასენსო-მაიორალის თამაშს ამ უკანასკნელის გოლი მოჰყვა. თურქთა დაცვა კიდევ ერთხელ ჩავარდა.
მიმდინარე წელს მარკო ასენსო მადრიდის “რეალმა” შეიძინა. ფეხბურთელმა გასული სეზონი სეგუნდადივიზიონში გაატარა და ხშირად უწევდა თამაში. მე-4 და მე-5 გოლები სწორედ მან გაიტანა.
მეოთხე გოლისას შეტევა მაიორალმა წამოიწყო, შემდეგ კი ასენსო დასარტმელ პოზიციაზე გავიდა და მახვილი კუთხიდან გაიტანა. ბურთი ახლო ძელისკენ წავიდა, მეკარემ კი მახვილ კუთხეში გაუშვა.
ბოლო გოლისას ასენსო მეკარესთან პირისპირ გავიდა და დუბლი შეასრულა.
ესპანეთი – თურქეთი 5:0 (2:0)
31 მაისი, თბილისი, მ. მესხის სახელობის სტადიონი, 100 მაყურებელი
ესპანეთი: სილვერა, კარისოლი, მერე, მერინო, სებალიოსი (პასტრანა 67), მაიორალი, ასენსო, პედრაზა, ერნანდესი, ვალეხო (კაპიტანი), სან ემეტერიო
მთავარი მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე
თურქეთი: საპანი, ისჩი, ბექაროღლუ, სიუნჩუ (ილდირიმი 46), ოკუტანი. ჩაღლაენი, ქემოღლუ, პოლატი, აითემური (სელიკი 61), უნდერი, სიველეკი (ტასი 79)
მთავარი მწვრთნელი: ვედათ ინსეეფი
გოლები: 1:0 პედრაზა (8), 2:0 ვალეხო (43), 3:0 მაიორალი (55), 4:0 ასენსო (73), 5:0 მაიორალი (77)
მთავარი მსაჯი: ბართოს ფრანკოვსკი (პოლონეთი)
გაფრთხილება: პოლატი (27), ვალეხო (64), ისჩი (67), ჩაღლაენი (71), სიველეკი (77), ბაქაროღლუ (90+1)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გასავარდნ ზონაში კარგი ბრძოლა იქნება.......
ჩვენ რა გვეშველება რაა
ბათუმიც გაძლიერდა
დიდი ალბათობით რუსთავის მეტალურგი ჩემპიონატს ვერ დაასრულებს და მოიხსნება ჩემპიონატიდან.
მართლაა
ეს დინამო წინა წლის დინამოს ჯობია ჩემი აზრით მაგრამ კიდე 3 ფეხბურთელი უნდა კარგი დონის რო რამეზე გვქონდეს პრეტენზია, აი წინა წელს მაგარი სირცხვილი ვჩამეთ ზაან მაგარი თან და თუ არ გავძლიერდით ამ გუნდიტაც ძაან გაგვიჭირდება აკოტბეს დონის გუნდთან
ხიზანიშვილი ნაკრების ფეხბურთელი იყო და ბევრი გააკეთა ქართული ფეხბურთისთვის მაგრამ როგორც ფეხბურთელე ამოწურა თავისი თავი ჯობია თავისი გამოცდილება მოახმაროს ქართულ ფეხბურთს,როგორც ყოფილმა ფეხბურთელმა კაცს დინამოდან რო გაგიშვებენ წადი................
akhali
ეხლა არ ვიცი და ნტვ ფეხბურთს ცალკე პირველი ლიგის მიმოხილვაც ჰქონდა
კი-ეგრეა..
და ეს რუსეთში,რომელიც დიდ საფეხბურთო ქვეყნად ნამდვილად არ ჩაითვლება
akhali
ხო საფარს წამოკრეს ფეხი და ხალხი მაგ მომენტზე ჯარიმის დაფიქსირებას ითხოვდა
-რუსეთის (და ეს რუსეთის) ტვ-არხებზე რამდენიმეჯერ ხდება ტურის მატჩების მიმოხილვა,სრული ტაქიკური,შეფასებები ფეხბურთელების...მანძილი მატჩში დაფარული,კარებში დარყმები,ზუსტი პასები...მოკლედ ყველაფერი...მერე გასართობი ტოკ-შოუც (ოთარ კუშანაშვილია ძალიან აქტიური)...
-ჩვენთან?და ჩვენ ვართ საფეხბურთო ქვეყანა(მხოლოდ 126-ე რეიტინგით)
დინამომ საკმაოდ ნორმალურად ითამაშა,თუ გავითვალისწინებთ გუნდის ახალგაზრდულ ასაკს(ტაქტიკურადაც საკმაოდ გამართულად,ყოჩაღ გოგიჩაიშვილი!)...იმედი მაქვს გუნდი ყოველ შემდეგ მატჩში კიდევ მოუმატებს,რომ ევროპულ დონეზე გავიდეს..
-და მაგრად გამაწბილეს დღეს საქართველოს მე-2,მე-3(პირობითად)კლუბებმა....პრაქტიკულად ამ ორ გუნდს დინამოს კართან მომენტიც არ შეუქმნია.არავითარი სისწრაფე,ფიზიკა...საერთოდ საქართველოში ნორმალური ფიზიკური მომზადების მწვრთნელი მუშაობს?ფიზკულტურელის დონეზეა ფიზ.მომზადება?ბიუჯეტის,ხალხის ფულებს ჭამთ და კეთილი ინებეთ პროფესიონალური მომზადების დონე გაიუმჯობესეთ!!!ევროტურნირებზე არ შეგვარცხვინოთ!
დილა - დინამო
6 კარისკენ დარტყმა 4
3 კარში დარტყმა 4
3 კუთხური 2
3 ყვითლები 4
))
სამტრედიიის რა მოგახსენო არ მიყურებია თამაშს ნამდვილად და აი დილას რაც შეეხება მაინტერსებს თამაშს თუ უყურე? ))) და თუ უყურეე რატომ დაწერეე ესს ;დ;დ;
მეორე და მესამე გუნდებმა ანუ სამტრედიამ და დილამ ხიფათი ვერ შექმნა დინამოს კართან ;დ;დ;დ;დ;დ;დ;დ
დინამომ საკმაოდ ნორმალურად ითამაშა,თუ გავითვალისწინებთ გუნდის ახალგაზრდულ ასაკს(ტაქტიკურადაც საკმაოდ გამართულად,ყოჩაღ გოგიჩაიშვილი))...იმედი მაქვს გუნდი ყოველ შემდეგ მატჩში კიდევ მოუმატებს,რომ ევროპულ დონეზე გავიდეს..
-და მაგრად გამაწბილეს დღეს საქართველოს მე-2,მე-3(პირობითად)კლუბებმა....პრაქტიკულად ამ ორ გუნდს დინამოს კართან მომენტიც არ შეუქმნია.არავითარი სისწრაფე,ფიზიკა...საერთოდ საქართველოში ნორმალური ფიზიკური მომზადების მწვრთნელი მუშაობს?ფიზკულტურელის დონეზეა ფიზ.მომზადება?ბიუჯეტის,ხალხის ფულებს ჭამთ და კეთილი ინებეთ პროფესიონალური მომზადების დონე გაიუმჯობესეთ!!!ევროტურნირებზე არ შეგვარცხვინოთ!
სწორია ყველაფერი და პლიუს ფულის გემოს გაუსინჯავენ და გეგონება მარტო მაგენმა იციან ბურთის გორება
akhali
ბიჭებმა გაზონს ფეხი, რამდენჯერ წამოკრეს
ვინეებმა
გაზონს?)))
ასეთია დღევანდელი უმეტესი კლუბის ბედი.მარტო ფეხბურთელებს იმატებენ და მინდვრის საფარი ფეხებზე კიდიათ არადა ყველაზე ცუდია ფეხბურთელის ჯამთელობაზე.ყველაზე მეტი ხელოვნურზე იცის ტრანვები
რა შინაარსიანი, საინტერესო და ღრმა ანალიზია. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში იგრძნობა, ამ საიტზე მომუშავე ე.წ. ჟურნალისტების მაღალი კვალიფიკაცია და ცოდნა. ლაივსქორის საიტს დაემსგავსა, ისიც დაგვიანებული ანგარიშებით. სამწუხაროა.
გაზაფხული,ფეხბურთი...მზიანი,მშვენიერი საფეხბურთო ამინდი და ფეხბურთი ...პლასტმასზე!!!ბურთი,,ვანკა-სტანკასავით,,დახტუნავდა.
-საქართველოში რატომ უნდა იყოს პლასტმასის ხელოვნური საფარი?ნუთუ ძნელია ბალახის გაზონის მოვლა(მესმის რომ ძვირია გაზონის მორწყვა და რას აკეთებს ხელისუფლება?ძნელია დაუშვას გამონაკლისი სპორტულ კლუბებს გაზონის მორწვაზე წყლის ხარჯებზე შეღავათი დაუწესოს?)...
-არ გეცოდებათ მომავალი ქართველი ფეხბურთელები?არ ფიქრობთ მათ ჯამრთელობაზე?წარმატებას თუ მიაღწევენ(იმედი გვაქვს ოდესღაც ეგ დღეც დადგება)პიარისთვის ნამდვილად გამოიყენებთ და ილაპარაკებთ საკუთარ დამსახურებებზე ეროვნული ფეხბურთის განვითარებაში...
გაზაფხული,ფეხბურთი...მზიანი,მშვენიერი საფეხბურთო ამინდი და ფეხბურთი ...პლასტმასზე!!!ბურთი,,ვანკა-სტანკასავით,,დახტუნავდა.
-საქართველოში რატომ უნდა იყოს პლასტმასის ხელოვნური საფარი?ნუთუ ძნელია ბალახის გაზონის მოვლა(მესმის რომ ძვირია გაზონის მორწყვა და რას აკეთებს ხელისუფლება?ძნელია დაუშვას გამონაკლისი სპორტულ კლუბებს გაზონის მორწვაზე წყლის ხარჯებზე შეღავათი დაუწესოს?)...
-არ გეცოდებათ მომავალი ქართველი ფეხბურთელები?არ გიქრობთ მათ ჯამრთელობაზე?წარმატებას თუ მიაღწევენ(იმედი გვაქვს ოდესღაც ეგ დღეც დადგება)პიარისთვის ნამდვილად გამოიყენებთ და ილასპარაკებთ საკუთარ დამსახურებებზე ეროვნული ფეხბურთის განვითარებაში...