“კლივლენდ კავალიერსის” ვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსმა “გოლდენ სტეიტის” გამთამაშებლის სტეფ კარის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
“კარის გაჩერება თითქმის შეუძლებელია. ძნელად თუ მოიძებნება ლიგაში კალათბურთელი, რომელიც დრიბლინგის შემდეგ ასეთი ზუსტი სროლით გამოირჩევა. ის მეტოქის დაცვას ბევრ პრობლემებს უქმნის. ის არამარტო პარკეტზეა საუკეთესო არამედ მის გარეთაც. მას შესანიშნავი ოჯახი ჰყავს. კარი ნბა-სთვის დიდებული მოთამაშეა” – განაცხადა ლებრონ ჯეიმსმა.
სუპერფინალში ერთმანეთს “გოლდენ სტეიტი” და “კლივლენდ კავალიერსი” დაუპირისპირდებიან. სერიის პირველი შეხვედრა 5 ივნისს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ კარი 2014-15 წლების რეგულარულის MVP გახდა. ის საშუალოდ ერთ მატჩში 23.8 ქულას აგდებდა, 7.7 პასს აკეთებდა და 4.3 მოხსნა ჰქონდა.