ფეხბურთი

15:00 | 31.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რეალის” ვიცე-პრეზიდენტმა ბენიტესი დაადასტურა

მადრიდის “რეალის” ვიცე-პრეზიდენტმა ედუარდო ფერნანდეს დე ბლასმა “სამეფო გუნდის” ახალ მწვრთნელად რაფაელ ბენიტესის მოსვლის შესახებ ინფორმაცია ირიბად დაადასტურა.

ესპანელმა რაფას შესახებ ასეთი კომენტარი გააკეთა: “ერთი რამის თქმა მინდა, ანჩელოტი ფენომენალური მწვრთნელია. ჩვენ მას მადლობას ვუხდით. სამი დღის წინ ჩემთვის ანჩელოტი მსოფლიოში საუკეთესო თავკაცი გახლდათ, ასევე საუკეთესო იყო ჟოზე მოურინიო ორი წლის წინ, ამ კვირის შემდეგ კი რაფა ბენიტესი იქნება ყველაზე ძლიერი სპეციალისტი.”

ბენიტესი “ნაპოლის” 31 მაისს “ლაციოს” წინააღმდეგ გასამართ იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში ბოლოჯერ უხელმძღვანელებს და ამის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება. ესპანური პრესის ვარაუდს ესპანელის “რეალში” დანიშვნის თაობაზე მადრიდელთა ვიცე-პრეზიდენტიც ამყარებს. ასე რომ მომავალ კვირას რაფა “რეალში” წარდგენას უნდა ველოდოთ.

0.123165