ფეხბურთი

14:00 | 31.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტონის ბომბარდირობამდე ერთი ნაბიჯიღა აკლია

იტალიის სერია A-ს 2014/15 წლების სეზონის ბოლო ტურის პირველი ორი მატჩი 30 მაისს გაიმართა. “ვერონამ” შინ ჩემპიონი “იუვენტუსი” მიიღო, ხოლო ჩემპიონატში დარჩენილმა “ატალანტამ” “მილანს” უმასპინძლა.

აღნიშნულ შეხვედრების შედეგებს სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდათ. ერთადერთი ინტრიგა სერია ა-ს ბომბარდირთა ვინაობის გარკვევაღა დარჩა.

ტურინელებმა ჰელასელებთან 42-ე წუთზე პერეირას გოლის წყალობით დაწინაურდნენ. შესვენების შემდეგ 48-ე წუთზე ლუკა ტონიმ ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 22-ე გოლი გაიტანა და კარლოს ტევესს ორი გოლით გაუსწრო. 57-ე წუთზე ფერნანდო ლიორენტემ ჩემპიონები დააწინაურა. თავის გამოჩენა არგენტინელსაც შეეძლო, თუმცა 88-ე წუთზე პენალტი ზუსტად ვერ შეასრულა, მატჩის ბოლო წუთზე კი წონასწორობა გომესმა აღადგინა – 2:2.

ბომბარდირთა დავას ტონი ლიდერობს, თუმცა შეიძლება პირველობა მაურო იკარდიმ (20 გოლი) აართვას. მილანის “ინტერი” 31 მაისს ბოლო მატჩში შინ ლევან მჭედლიძეს “ემპოლის” მიიღებს, ხოლო არგენტინელს შანსი ექნება ბომბარდირის ტიტული მოიპოვოს.

მეორე შეხვედრაში მოულოდნელობა არ დაფიქსირდა და “მილანმა” მატჩის მოგება შეძლო. ბერგამოელებმა კარგად დაიწყეს და 21 წუთისთვის დანიელე ბაზელის გოლის წყალობით იგებდნენ. 36-ე წუთზე ჯამპაოლო პაცინიმ პენალტის რეალიზებით ანგარიშის გათანაბრება შეძლო. “ატალანტას” გონზე მოსვლა ჯაკომო ბონავენტურამ არ აცალა და მილანელები 38-ე წუთზე დააწინაურა. იტალიელმა დუბლის გაფორმება 80-ე წუთზე შეძლო და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 1:3.

ფილიპო ინძაგის შეგირდებს სატურნირო ცხრილში ამ დროისთვის 52 ქულით მე-9 ადგილი უკავიათ. “როსონერი” მე-10 პოზიციაზე შესაძლოა “ტორინომ” ჩამოაქვეითოს. ტურინელები დღეს სერია ა-დან გავარდნილ ”ჩეზენას” მიიღებენ და სამი ქულის აღებას შეეცდებიან.

30 მაისი. ვერონა. “ბენტეგოდი”.

ვერონა – იუვენტუსი 2:2 (0:1)

ვერონა: რაფაელი, მარკესი, აგოსტინი, მორასი, სალა, გრეკო (ობადი 59), ტაჩიდისი (სავიოლა 84), ჰალფრედსონი, იანკოვიჩი (ვალოტი 74), გომესი, ტონი.

მთავარი მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი

იუვენტუსი: ბუფონი, ევრა (ლიხშტაინერი 59), ოგბონა, ბონუჩი, პადოინი, პოგბა, პირლო, მარკიზიო (სტურარო 46), პერეირა (პეპე 77), ლიორენტე, ტევესი.

მთავარი მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 პერეირა (42), 1:1 ტონი (48), 1:2 ლიორენტე (57), 2:2 გომესი (90+3).

88-ე წუთზე კარლოს ტევესმა პენალტის რეალიზება ვერ შეძლო.

გაფრთხილებები: ტევესი (31), ტაჩიდისი (37), გომესი (65), მარკესი (87).

გაძევება: პეპე (90+2)

მსაჯი: მარკო დი ბელო

ბურთის ფლობა: 38%-62% დარტყმა: 15(4)-16(4) კუთხური: 6-4 თამაშგარე: 1-3 სეივი: 2-2 ჯარიმა: 17-10.

30 მაისი. ბერგამო. “ალტერი აძური”.

ატალანტა – მილანი 1:3 (1:2)

ატალანტა: სპორტიელო, დელ გროსო (ჩერუბინი 27), მასიელო, ბენალუანე, ზაპაკოსტა (დ"ალესანდრო 79), ბაზელი (სკალონი 66), ჩიგარინი, გრასი, გომესი, დენისი, მორალესი.

მთავარი მწვრთნელი: ედუარდო რეია

მილანი: აბიატი, დე შილიო (კალაბრია 83), მექსესი, პალეტა, ბოჩეტი, ვან გინკელი, დე იონგი, ბონავენტურა (დი მოლფეტა 89), ჰონდა, პაცინი, ელ შაარავი (პოლი 68).

მთავარი მწვრთნელი: ფილიპო ინძაგი

გოლები: 1:0 ბაზელი (21), 1:1 პაცინი (პენ. 36), 1:2 ბონავენტურა (38), 1:3 ბონავენტურა (80).

გაფრთხილებები: მასიელო (58), ჩიგარინი (60), დ"ალესანდრო (89)

მსაჯი: რიკარდო პინცანი

ბურთის ფლობა: 42%-58% დარტყმა: 14(2)-9(6) კუთხური: 5-6 თამაშგარე: 0-1 სეივი: 3-1 ჯარიმა: 19-17.

0.225569