ფეხბურთი

13:41 | 31.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ინიესტამ შესაძლოა “ჩემპიონთა ლიგის” ფინალი გამოტოვოს

გუშინ “კოპა დელ რეის” ფინალში “ბარსელონამ” – “ბილბაო” 3:1 დაამარცხა. მატჩის 56-ე წუთზე ანდრეს ინიესტამ მოედანი დატოვა, მის ნაცვლად ჩავი გამოვიდა. ინიესტას შეცვლის მიზეზი წვივის კუნთის დაზიანება გახდა. ჯერჯერობით უცნობია, ანდრესმა თუ რა სირთულის ტრავმა მიიღო. ესპანური მედიის ცნობით, ნახევარმცველმა შესაძლოა “ჩემპიონთა ლიგის” ფინალი გამოტოვოს.

შეგახსენებთ, რომ ბერლინში “ჩემპიონთა ლიგის” ფინალში 6 ივნისს “ბარსელონა” “იუვენტუსს” დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11961