“ვესტ ჰემის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, “ბირმინგემის” მეკარე დარენ რენდოლფი 30 ივნისის შემდეგ ლონდონურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
ირლანდიელ მეკარეს ბირმინგემელებთან კონტრაქტი ეწურება და კარიერაში “ჩაქუჩები” მე-7 გუნდი იქნება. ეროვნულ ნაკრებში რენდოლფი სათადაროგო მეკარეა და მოედანზე ირლანდიის მაისურით მხოლოდ ორჯერ გამოჩნდა.