თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ სერიაში წონასწორობის აღდგენა მოახერხა. ბასკურმა კლუბმა “უნიკახას” 92:82 სძლია, ქართველი კალათბურთელი კი, პირველი შეხვედრის მსგავსად, მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
შენგელია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 15:25 წუთში კი 10 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა. თორნიკემ 8-დან 3 ორქულიანი, სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და ბურთი ერთხელ დაკარგა.
სერიის გადამწყვეტი მატჩი 1 ივნისს შედგება, მასპინძელი კი მალაგური კლუბი იქნება. უკვე ცნობილია, რომ ამ წყვილში გამარჯვებული ნახევარფინალში “ბარსელონას” ეთამაშება.