იაპონიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე “ტოკიოს” შემტევმა 22 წლის იოშინორი მუტომ გერმანულ კლუბ “მაინცთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონი ევრო გადაიხადა ბუნდესლიგის გუნდმა აზიელის სანაცვლოდ.
ახალგაზრდა ფეხბურთელს სამშობლოში “იაპონელ მესის” უწოდებენ. “ტოკიოს” აკადემიის აღზრდილმა თავდამსხმელმა დედაქალაქური გუნდის მაისურით 2015 წელს 17 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 1.3 მილიონ ევროს შეადგენს.
იაპონიის ეროვნულ ნაკრებში მუტოს დებიუტი 5 სექტემბერს ურუგვაის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში ჰქონდა. მას შემდეგ იოშინორიმ 11 მატჩი ჩაატარა და ერთადერთი გოლის გატანა ვენესუელის კარში ამხანაგური შეხვედრის დროს მოახერხა.