ფეხბურთი

10:00 | 31.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ სეზონი მეოთხე ტიტულით დახურა(+VIDEO)

“პარი სენ ჟერმენმა” 30 მაისს “ოსერი” 1:0 დაამარცხა, 2014/15 წლების სეზონი საფრანგეთის თასის მოგებით დაასრულა და გახდა პირველი გუნდი, რომელმაც სეზონის განმავლობაში ოთხი ტიტული მოიპოვა.

ლორან ბლანის გუნდმა პირველ წარმატებას 2014 წლის 2 აგვისტოს მიაღწია. პსჟ-მ სუპერთასის მატჩში “გენგამი” 2:0 დაამარცხა. შემდეგ საფრანგეთის ლიგის თასის გადამწყვეტ შეხვედრაში პარიზელებმა “ბასტია” 4:0 გაანადგურეს. დედაქალაქულრმა გუნდმა ლიგა 1-ში იმარჯვა, ბოლოს კი თასიც მოიპოვა.

პსჟ საფრანგეთში პირველობას ბოლო სამი წელია არავის უთმობს. სულ კი პარიზელებს ლიგა 1 5-ჯერ მოუგიათ. არსებობის ისტორიაში გუნდმა საფრანგეთის თასი 9-ჯერ, ლიგის თასი 5-ჯერ, ხოლო სუპერთასი 4-ჯერ მოიგო.

0.130986