უკრაინის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ ფომენკომ საქართველოს ნაკრებთან 9 მარტს ავსტრიაში გასამართი მატჩისთვის შეკრებაზე გამოძახებულ მოთამაშეთა ვინაობა დაასახელა.
ინტერნეტპორტალ football.ua-ს ინფორმაციით, ფომენკომ, რომელსაც 1989 წელს ლანჩხუთის “გურია” საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გადაიყვანა, ქართველებთან დასაპირისპირებლად შემდეგი მოთამაშეები შეარჩია:
მეკარეები: ანდრეი პიატოვი (“შახტარი”), დენის ბოიკო (“დნიპრო”), ნიკიტა შევჩენკო (“ზორია”).
მცველები: ევგენი ხაჩერიდი (“დინამო”), ანდრეი პილიავსკი (“ზორია”), ვიაჩესლავ შევჩუკი, ალექსანდრ კუჩერი, იაროსლავლ რაკიცკი (ყველა “შახტარი”).
ნახევარმცველები: ნიკოლაი მოროზიუკი, სერგეი რიბალკა, სერგეი სიდორჩუკი, დენის გარმაში, ოლეგ გუსევი, ანდრეი იარმოლენკო (ყველა “დინამო”), რუსლან როტანი, ევგენი კონოპლიანკა, პაველ ქსენზი (ყველა “დნიპრო”), ტარას სტეპანენკო (“შახტარი”), მაქსიმ მალიშევი (“ზორია”), ანატოლი ტიმოშჩუკი (“ზენიტი”), დენის ოლეინიკი (“ვიტესი”, ჰოლანდია).
თავდამსხმელები: ფილიპ ბუდკოვსკი (“ზორია”), ევგენი სელეზნიოვი (“დნიპრო”), არტემ კრავეცი (“დინამო”), ალექსანდრ გლადკი (“შახტარი”).