ესპანური მედიის ცნობით, დანი ალვეში თავის საკლუბო მომავალს ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გადაწყვეტს.
“მარტო ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ვფიქრობ. ახლა რომ ჩემს მომავალზე დავიწყო ფიქრი, ეს კონცენტრაციას დამაკვარგვინებს. გადაწყვეტილებას ფინალის შემდეგ მივიღებ. კლუბის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ კლუბში ჩემი დარჩენის და წასვლის საკითხებზე. თუ კლუბს დავტოვებ “ბარსა” ყოველთვის ჩემს გულში იქნება. აქ საუკეთესო წლები გავატარე”.
ზაფხულში დანი ალვეშს, “ბარსასთან” კონტრაქტი უმთავრდება. ჯერჯერობით უცნობია კატალონილები გაუხანგრძლივებენ თუ არა ხელშეკრულებას. ალვეშის შეძენით “მანჩესტერი” და პსჟ არიან დაინტერესებულები.