საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხელს მათე ვაწაძეს დანიის “ორჰუსში” დარჩენა სურს. ამის შესახებ დანიური ინტერნეტპორტალი jyllands-posten.dk-ი იუწყება.
“ამ კლუბში დარჩენის იმედი მაქვს, მაგრამ ვნახოთ რა მოხდება. სპორტულ მენეჯერ იენს ანდერსონთან არ მისაუბრია, თუმცა ამას უახლოს ხანში გავაკეთებ”- თქვა ვაწაძემ, რომელიც 30 მატჩში გატანილი 18 გოლით დანიის პირველი დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირია.
თავის მხრივ, ვაწაძის შენარჩუნება “ორჰუსსაც” სურს, რასაც კლუბის სპორტული მენეჯერის სიტყვები ამტკიცებს:
“მათემ ბევრი გოლი გაიტანა და სწორედ ესაა მთავარი მიზეზი სუპერლიგაში რომ დავბრუნდით. თუმცა, კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მის მენეჯერს უნდა დაველაპარაკო”.
“ორჰუსმა” სუპერლიგის საგზური სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მოიპოვა.