უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი ფიფამ რუსეთში გასამართი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. ფრანგის მოადგილედ კი ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი მარკო პოლო დელ ნერო დაინიშნა.
საორგანიზაციო კომიტეტის წევრები იქნებიან: ისა ჰაიატუ (კამერუნი), დევიდ ჩანგი (პაპუა ახალი გვინეა), ალფრედო ჰაუაიტ ბანეგასი (ჰონდურასი), სალმან ბინ იბრაჰიმ ალ ხალიფა (ბაჰრეინი), ხუან ანხელ ნაპუტი (პარაგვაი), ვიტალი მუტკო და ალექსეი სოროკინი (ორივე რუსეთი).