ფეხბურთი

16:30 | 30.05.2015 | ნანახია 1402 - ჯერ

მორიენტესი "რეალში" ბრუნდება

ახლო წარსულში ცნობილი ესპანელი თავდამსხმელი ფერნანდო მორიენტესი შესაძლოა, მადრიდის "რეალში" დაბრუნდეს. მორიენტესი მადრიდელთა ახალი მთავარი მწვრთნელის, რაფაელ ბენიტესის თანაშემწე იქნება. ამის შესახებ ესპანური მედია აქტიურად იუწყება. მორიენტესი გასულ სეზონში "რეალის" B ახალგაზრდულ გუნდს თავკაცობდა.

აღსანიშნავია, რომ ბენიტესი მორიენტესს 2005-2006 წლების სეზონში "ლივერპულში" ავარჯიშებდა. თავის მხრივ, “რეალში” ბენიტესის ოფიციალურად წარდგენას კი ოთხშაბათს ვარაუდობენ.

ფერნანდო მორიენტესი ფეხბურთელობისას "სამეფო გუნდის" რიგებში 1997-2003 წლებში თამაშობდა და ესპანურ ლა ლიგაში 182 მატჩში 72 გოლი გაიტანა.


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:37 | 30.05.2015
alejandro (44439)

riva
რატომ? რა მოიგო მონაკოში?
თან ერთი ისეთი სეზონი ქონდა რომ მთელი მადრიდული კარიერა გადაწონა თავის ტიტულებიანატ?
ეგ რანაირად?

18:13 | 30.05.2015
ჯესი (26029)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=z_yV4cv7fE4')>0?'https://www.youtube.com/watch?v=z_yV4cv7fE4':'https://www.youtube.com/watch?v=z_yV4cv7fE4'))

მაგარი კაცი

18:00 | 30.05.2015
alejandro (44439)

მადრიდისტა
არ მინახავს სამწუხაროდ
ისე კი აქ რომ ნიუსი იდო მაგ თამაშზე,გოლების ავტორებიდან არც ასენხო ეწერა და არც ბორხა მაიორალი.
რატომ არ ვიცი?

18:07 | 30.05.2015
მადრიდისტა (17021)

ქართველ ჯურნალისტებს ხო იცნობ მოია დაწერეს მაიორალის ნაცვლად პირველ გოლზე კიდე ასენხმომ დაარტყა უბრალოდ ზურგში მოხვდა გუნდელს და ისე გავიდა...ეს ასენხო ახლა გვიყიდია 19 წლისა ისკო/ხამესის მომავალი კონკურენტია სწრაფი კარგი ტექნიკით. ფიზუკურად ძლიერი.

17:57 | 30.05.2015
riva (2859)

მორიენტესი მაგრად მევასებოდა, მონაკოს ლეგენდაა

18:01 | 30.05.2015
alejandro (44439)

და სარაგოსას კიდევ იქამდე ალბასეტეს
ისე კი მორიენტესი და ინიესტა ერთი ქალაქის შვილები არიან

18:02 | 30.05.2015
riva (2859)

მონაკოსნაირი წარმატება არსად არ ჰქონია

17:42 | 30.05.2015
alejandro (44439)

ის რომ კანტერას ვურადღება მიექცევა ახალი სეზონიდან,ეგ მახარებს.
რაფას სურვილია რომ ალვარო მედრანმა (რომელსაც აქ ბევრი არ იცნობს მის შესაძლებლობებს, მე კი კარგ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ) პრე სეზონი რეალთან დაიწყოს და წესით სამწვრტნელო შტაბს თავიც უნდა მოაწონოს...
ასევე ვიკინგიც უნდა იხილოს პრე სეზონში,მაგრამ მისი ასაკიდან გამომდინარე ის ან სხვა გუნდში გადავა,ან კასტილიაში დაბრუნდება.
ასევე ძალიან მომწონს ხავი მუნიოსი და იმედია რაფა შანსს მასაც მისცემს.

17:44 | 30.05.2015
მადრიდისტა (17021)

გუშინ თუ ნახე ესპანეთის ახალგაზდულის თამაში ჩვენთან რეალს ასენხოს სახით მაგარი ბიჭი დაუთრევია ასევე მაიორალიც იყო და 2 გოლი გაგვიტანა

17:37 | 30.05.2015
alejandro (44439)

drogba_
მეც მაგრად მიყვარს მორიენტესი და საერთოდ მაგარ დუეტს ქმნიდა რაულთან ერთად!

17:36 | 30.05.2015
alejandro (44439)

მადრიდისტა
სწორედ მაგიტომაც გამიკვირდა იეროსგან,რადგან ის ფეხბურთელობის დროს მოედანზევე მწვრთნელი იყო.
მაშინ ამბობდნენ რომ რეალის ორი მწვრთნელი ყავს,დელ ბოსკე და იეროო
მორომ ცოტა მეტი უნდა აიღოს თავის თავზე. მისგან აქტიურობას ველი...

17:43 | 30.05.2015
მადრიდისტა (17021)

იეროზე ალბათ მაინც იმოქმედა სპაგეტას ავტორიტეტმა..ზიდანი სხვა შემთხვევა იყო ის მტელი ცხოვრება შემოქმედი იყო მოედანზე და ასევე გააგძელა მერეც...
მორიენტესიც უფრო ზიდანის ვარიანტია ვიდრე იეროსი.

17:30 | 30.05.2015
alejandro (44439)

ეს თავისთავად კარგია,მაგრამ მორო აქტიური უნდა იყოს და ინიციატივები გამოიჩინოს!
ყველას გვახსივს წინა სეზონში როგორი აქტიური იყო ზიდანი და რაც მე მადრიდისტა ვარ (ქვის ხანიდან მოყოლებული ვარ მადრიდისტა ) არასდროს მონახავს ასეთი აქტიური და ინოვაციური მეორე მწვრთნელი!
დი მარიას შუაში შეწევაც ზიზუს ინიციატივა იყო და სამწვრთნელო პროცესსაც თავად ხელმძღვანელობდა...
შემდეგ მის ადგილზე რეალის ლეგენდა და რკინის კაპიტნად წოდებული იერო დაინიშნა,რამაც უზომოდ გამახარა,მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ მთელი სეზონის მანძილზე ფიტულივით იდო სათადარიგო სკამზე...
ის რომ რაფას მოროს კანდიდატურა უნდა,ეს ძალიან კარგია,მაგრამ მოროსგან ძალიან ბევრს მოველი!

17:35 | 30.05.2015
drogba_<3 inter (23926)

მაგრად მევასებოდა ეს ფერნანდო მორიენტეს მაგარად ყომარობდა რეალში

17:33 | 30.05.2015
მადრიდისტა (17021)

რაფა ტყუილა არ მოითხოვდა. იცნობს მორიენტეს იცის მისი შესაძლებლობები..მითუმეტეს რეალის აკადემიაშია ნამუშევარი...
იეროს რაც შეეხება ის უფრო შეტენილი იყო შტაბში, არც მწვრთნელად მუშაობის გამოცდილება ქონდა.

17:28 | 30.05.2015
ჯესი (26029)

გრანერო, კალეხონი და ალბიოლი დაააბრუნეთ

17:31 | 30.05.2015
alejandro (44439)

პიპიტა?

17:24 | 30.05.2015
alejandro (44439)

2004 წლის შემოდგომაზე დააბრუნეს მორო რეალში,მაგრამ დიდი კონკურენციის გამო (რაული,რონალდო,ოუენი) უჭირდა სასტარტოში მოხვედრა და 2005 წლის იანვარში გაიყიდა ლივერში.

17:11 | 30.05.2015
მადრიდისტა (17021)

მაგარ კამანდას კრიბავს ბენიტესი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.147701