საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა, რომელსაც თამაზ კოსტავა წვრთნის, ბაქოში აზერბაიჯანის ნაკრებთან მეორე ამხანაგური მატჩი 1:1 დაასრულა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ინფორმაციით, კოსტავამ გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:
ნადირაშვილი, კოჭლამაზაშვილი, პასიკაშვილი, გორგაძე, მატვეევა, ჭიჭინაძე, ჩემინავა, ტატუაშვილი, ზაქაიძე, სუთიძე, სხირტლაძე.
მატჩში ანგარიში წარმოშობით ქართველმა მაია დანგაძემ გახსნა, რომელიც აზერბაიჯანის ღირსებას იცავს.
ქართველებიდან საპასუხო გოლი ტატა მატვეევას პასით ლელა ჭიჭინაძემ გაიტანა. სხვათა შორის, პირველ სპარინგშიც, რომელიც ქართველებმა 1:0 მოიგეს, თავი ჭიჭინაძემ გამოიჩინა.