“გოლდენ სტეიტი” – “ჰიუსტონი” (104:90) მატჩში კლეი ტომპსონს თავში ტრევორ არიზას მუხლი მოხვდა. მატჩის შემდგომ მას კლუბის ექიმებმა გამოკვლევა ჩაუტარეს და როგორც გაირკვა კლეის ტვინის შერყევა აქვს.
ტომპსონმა თავის ტრავმასთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი გააკეთა: “დარმუნებული ვარ კარგად ვიქნები და მალე გამოვჯანმრთელდები”.
შეგახსენებთ, რომ სუპერფინალში ერთმანეთს “გოლდენ სტეიტი” და “კლივლენდ კავალიერსი” დაუპირისპირდებიან. სერიის პირველი შეხვედრა ოკლენდში 5 ივნისს გაიმართება.
ტომპსონი ტრავმის მიღების დროს:
https://www.youtube.com/watch?v=LfLMeIYrew0