“ჰიუსტონ როკეტსის” ცენტრმა დუაიტ ჰოვარდმა დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეხუთე მატჩში “გოლდენ სტეიტის” წინააღმდეგ არასპორტული ჯარიმა მიიღო. როგორც ნბა-ს ოფიციალური გვერდი იუწყება, ჰოვარდი 1-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება და მომდევნო 2015-16 წლების სეზონის პირველ მატჩს გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ “ჰიუსტონ როკეთსი” დასავლეთ კონფერენციის ფინალში “გოლდენ სტეიტთან” 1:4 დამარცხდა.