განის ეროვნული ნაკრების და “ჩელსის” საკუთრებაში მყოფი შემტევი კრისტიან ატსუ 2015/16 წლების სეზონს “ბორნმუთში” იჯარის წესით გაატარებს. აღნიშნული ცნობა ორივე კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
აფრიკის 2015 წლის ეროვნებათა თასის საუკეთესო ფეხბურთელმა გასული სეზონი იჯარის წესით ლივერპულის “ევერტონში” გაატარა. “კამფეტების” რიგებში შემტევმა 13 მატჩი ჩაატარა და თავი 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.