ისტორია

10:03 | 30.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

30 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1936 – დაიბადა სლავა მეტრეველი. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი. გამოდიოდა მოსკოვის “ტორპედოსა” და თბილისის “დინამოში”. 1960 წლის ევროპის თასის მფლობელი. შეიყვანეს ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში. საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1960, 1964). საკავშირო თასის მფლობელი. მსოფლიოს 3 ჩემპიონატის მონაწილე (1962, 1966, 1970). 1966 წლის მუნდიალზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი (მე-4 ადგილი). 1968 წელს ითამაშა ფიფა-ს ნაკრებში. საკავშირო ნაკრებში ჩაატარა 48 მატჩი, გაიტანა 11 გოლი (მათ შორის 1960 წლის ევროპის თასის გათამაშების ფინალში). საკავშირო პირველობების 375 შეხვედრაში 78 გოლი გაიტანა. რვაჯერ დაასახელეს “33 საუკეთესოთა” შორის. გრიგორი ფედოტოვის სახელობის ბომბარდირთა კლუბის წევრი. 1964 წელს დაასახელეს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად. 1976-77 წლებში წვრთნიდა თბილისის “დინამოს”.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1896 - ველომრბოლელთა ასპარეზობის დროს, ავტომრბოლი ჰენრი უელსი ერთ-ერთ მონაწილეს დაეჯახა. ეს აშშ-ში რეგისტრირებული პირველი საგზაო შემთხვევაა.

1905 - ლონდონის “ჩელსი” ინგლისის მე-2 საფეხბურთო დივიზიონში დაუშვეს.

1957 - მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში, საკუთარ “სანტიაგო ბერნაბეუს” სტადიონზე, 124 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, ფლორენციის “ფიორენტინას” 2:0 მოუგო. გოლები დი სტეფანომ და ჰენტომ გაიტანეს.

1962 - ჩილეში სტარტი აიღო ფეხბურთში მსოფლიოს მეშვიდე ჩემპიონატმა.

1973 - ამსტერდამის “აიაქსმა” ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში, ბელგრადის “ცრვენა ზვეზდას” სტადიონზე, 89 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, ტურინის “იუვენტუსს” 1:0 მოუგო და საპატიო პრიზი ზედიზედ მესამედ მოიპოვა.

1979 - “ნოტინგემ ფორესტმა” ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში, მიუნხენის “ოლიმპიაშტადიონზე”, 64 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, შვედეთის “მალმიოს” 1:0 მოუგო.

1981 - საბჭოთა კავშირის ნაკრებში თავისი უკანასკნელი შეხვედრა ჩაატარა დავით ყიფიანმა. იმ დღეს კარდიფში სსრკ-ს ნაკრებმა უელსთან 0:0 ითამაშა. სულ დავით ყიფიანმა საკავშირო ნაკრების რიგებში 19 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

1984 - “ლივერპულმა” ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში, რომის “ოლიმპიკოზე” 70 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში, “რომა” 4:2 დაამარცხა. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა.

1985 - ჰოკეის ეროვნული ლიგის პლეი-ოფში “მონრეალ კანადიანსმა” “ფილადელფია ფლაიერზი” დაამარცხა და სტენლის თასი დაისაკუთრა.

1987 - მაიკ ტაისონმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, პინკლონ ტომასი მე-6 რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ჭBჩ-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

1991 - დაარსდა საქართველოს მძლეოსნობის ფედერაცია. 1992 წლის 30 მაისიდან მძლეოსნობის საერთაშორისო სამოყვარულო (IAFF) და ევროპის მძლეოსნობის (EAA) ფედერაციების წევრია.

1991 - დაარსდა საქართველოს ცხენოსნობის და თანამედროვე ხუთჭიდის ფედერაცია. მისი პირველი პრეზიდენტი, 1996 წლამდე დავით სალარიძე იყო. 1992 წლის ოქტომბრიდან, თანამედროვე ხუთჭიდის და ბიატლონის საერთაშორისო ფედერაციის წევრია.

1998 - საქართველოს და რუსეთის ფეხბურთელთა გუნდების მატჩი 1:1 დასრულდა. ქართველთაგან გოლი ზაზა ჯანაშიამ გაიტანა.

1999 - ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ოსლოში ნორვეგიასთან 0:1 დამარცხდა.

2005 - საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი ქუთაისის “ტორპედოსა” და თბილისის “თბილისს” შორის, ტრიბუნებზე მომხდარი არეულობის გამო ჩაიშალა. საქართველოს ჩემპიონი მეთორმეტედ თბილისის “დინამო” გახდა.

2005 - საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად კვლავ კანადელი გორდონ ჰერბერტი დაინიშნა.

2006 - “ფეიენოორდის” თავდამსხმელმა, სალომონ კალუმ ლონდონის “ჩელსისთან” ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

  1. რუსთავის “ოლიმპის” მთავარ მწვრთნელად ვარლამ კილასონია დაინიშნა.

2007 - ფელიქს მაგათი გერმანული “ვოლფსბურგის” მთავარ მწვრთნელად და სპორტულ დირექტორად დაინიშნა.

2009 - ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის ფინალების ისტორიის ყველაზე “სწრაფი” გოლი ევერტონელმა ლუის საამ გაატანა. მან ასპარეზობის 25-ე წამზე აიღი “ჩელსის” კარი. ფინალი საბოლოოდ მაინც ლონდონელებმა მოიგეს (2:1).

2009 - საქართველოს დავით ყიფიანის თასის ფინალში თბილისის “დინამომ” რუსთავის “ოლიმპს” პენალტების სერიით 2:0 მოუგო. ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა. გოლები ნერგაძემ (“დინამო”) და მეგრელაძემ (“ოლიმპი”) გაიტანეს. “დინამოს” კახა კაჭარავა წვრთნიდა. Mიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ფინალს 12 000 მაყურებელი დაესწრო.

2012 - ესპანელმა იკერ კასილიასმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მოპოვებული გამარჯვებების რიცხვით მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. სამხრეთ კორეის ნაკრებთან მოგებული ამხანაგური მატჩი (4:1) კასილიასისთვის 95-ე აღმოჩნდა. მან ადრინდელი რეკორდის მფლობელებს ფრანგ ლილიან ტურამსა და ეგვიპტელ აჰმედ ჰასანს აჯობა, რომლებსაც ნაკრებში 94-94 თამაში აქვთ მოგებული.

2012 - გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ლევან კობიაშვილი ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

ამ დღეს დაიბადნენ

1916 - ჟაკ ჟორჟი (საფრანგეთი). ფრანგი საფეხბურთო ფუნქციონერი. 1969-72 წლებში იყო საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. 1984-90 წლებში იყო უეფა-ს პრეზიდენტი.

1936 - სლავა მეტრეველი. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი. გამოდიოდა მოსკოვის “ტორპედოსა” და თბილისის “დინამოში”. 1960 წლის ევროპის თასის მფლობელი. შეიყვანეს ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში. საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1960, 1964). საკავშირო თასის მფლობელი. მსოფლიოს 3 ჩემპიონატის მონაწილე (1962, 1966, 1970). 1966 წლის მუნდიალზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი (მე-4 ადგილი). 1968 წელს ითამაშა ფიფა-ს ნაკრებში. საკავშირო ნაკრებში ჩაატარა 48 მატჩი, გაიტანა 11 გოლი (მათ შორის 1960 წლის ევროპის თასის გათამაშების ფინალში). საკავშირო პირველობების 375 შეხვედრაში 78 გოლი გაიტანა. რვაჯერ დაასახელეს “33 საუკეთესოთა” შორის. გრიგორი ფედოტოვის სახელობის ბომბარდირთა კლუბის წევრი. 1964 წელს დაასახელეს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად. 1976-77 წლებში წვრთნიდა თბილისის “დინამოს”.

1946 - დრაგან ჯაიჩი. იუგოსლავიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი. ამპლუით ფორვარდი. ევროპის 1968 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იუგოსლავიის ნაკრების 85 მატჩში გაიტანა 23 გოლი. იუგოსლავიის ხუთგზის ჩემპიონი (1964, 1968, 1970, 1971, 1973) და თასის ოთხგზის მფლობელი (1964, 1968, 1970, 1971). გამოდიოდა ბელგრადის “ცრვენა ზვეზდასა” და საფრანგეთის “ბასტიაში”. საკლუბო დონეზე ჩაატარა 386 მატჩი, გაიტანა 144 გოლი.

1955 - ვიქტორ ბურაკოვი. საბჭოთა მძლეოსანი. 400 მეტრზე ესტაფეტით სირბილში 1980 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1962 - არსენ ფაძაევი. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონი (68 კგ).

1966 - ტომას ჰესლერი. მსოფლიოსა (1990) და ევროპის ჩემპიონი (1996) ფეხბურთში. ევროპის 1992 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. 1994 და 1998 წლების მუნდიალების მონაწილე. გერმანიის ნაკრებში ჩატარებული აქვს 101 მატჩი, გაიტანა 10 გოლი. 1989 და 1992 წლებში დაასახელეს გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელად. 1992 წელს მოიპოვა იტალიის თასი.

1970 - ნიკოლაი პეშალოვი. ხორვატი ძალოსანი. 2000 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1971 - ირჟი შლეგლი. ჩეხეთის ჰოკეისტთა ნაკრებისა და “ედმონტონ ოილერზის” მცველი. 1998 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი.

1972 - კარელ პობორჟსკი. ჩეხეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი. 1996 წლის ევროპის პირველობის ვიცე-ჩემპიონი.

1976 - რადოსლავ (რაშო) ნესტეროვიჩი. სლოვენიის კალათბურთელთა ნაკრებისა და “სან ანტონიო სპერზის” მეფარე (212 სმ). ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ორგზის ჩემპიონი.

  1. სტივენ ჯერარდი. ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და “ლივერპულის” ნახევარმცველი. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (2005). 2002 და 2006 წლებში ევროპის სუპერთასის მფლობელი. უეფას თასის მფლობელი (2001). ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი (2007). 2001 და 2006 წლებში მოიპოვა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი. 2001, 2003 და 2012 წლებში დაეუფლა ინგლისის ლიგის თასს. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 102 მატჩი, გაიტანა 19 გოლი.
0.108109