სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჩოგბურთი

2:15 | 30.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძემ სლოვენიური ტურნირი მოიგო

ქართველმა ეკატერინე გორგოძემ და სლოვენიელმა ნასტია კოლარმა, რომელთაც სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე პირველი განთესვა გააჩნდათ, ფავორიტის სტატუსი გაამართლეს და ჩემპიონობა იზეიმეს.

გორგოძე და კოლარი ფინალურ შეხვედრაში ჩეხებს – კრეიშოვას და ვანკოვას გადაეყარნენ და 6:2, 6:4 დაამარცხეს.

ცნობისთვის, გორგოძე ერთეულთა ტურნირის მეოთხედფინალშიც იყო გასული, სადაც კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – სერბ ნასტია ერიჩს გაეჯიბრა და 3:6, 2:6 დამარცხდა.

იტალიის ქალაქ გრადოში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირს მეოთხედფინალში გამოეთიშა ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა. მე-8 რეიტინგის მქონე ქართველმა გოგონამ სლოვაკ კრისტინა შმიედლოვასთან 2:6, 5:7 წააგო.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.110779