ჭადრაკი

2:00 | 30.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება

დასასრულს მიუახლოვდა რუსეთის კირიშებში მიმდინარე “მსოფლიოს ახალგაზრდა ვარსკვლავთა” ტურნირი.

ფინიშამდე ერთი ტურით ადრე ასპარეზობაზე მაქსიმ ჩიგაევი (რუსეთი, 2496) დაწინაურდა. ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება ევროპის 2014 წლის ვეცხლის პრიზორი თანატოლებს შორის გიორგი სიბაშვილი (2361).

6.5 ქულით მესამე ადგილზე ვალერი კაზაკოვსკი (ბელორუსია, 2346) იმყოფება. დასკვნით ტურში განსაკუთრებულ ინტერესს ორი ლიდერის: ჩიგაევის და სიბაშვილის შეხვედრა იწვევს. თეთრი ფიგურებით ჩვენებური ითამაშებს.

0.127268