ფეხბურთი

18:25 | 29.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკო” ნოლიტოში 10 მილიონს იხდის

მადრიდის “ატლეტიკო” მომავალი სეზონისთვის მზადებას იწყებს და “სელტას” შემტევ ნახევარმცველ ნოლიტოს სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს სთავაზობს.

AS-ის ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელს ვიგოელებთან მოქმედი კონტრაქტი კიდევ 4 წლით აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 18 მილიონს შეადგენს. ვარაუდობენ, რომ “სელტა” მას 14 მილიონის სანაცვლოდაც შეელევა, მაგრამ მადრიდელების შეთავაზება ჯერ მხოლოდ 10 მილიონია.

თავად ნოლიტოს “ატლეტიკოში” გადასვლა უნდა, რომელსაც მისი შეძენა ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს სურდა.

პრიმერა დივიზიონის გასულ სეზონში ჩატარებულ 36 მატჩში, ნოლიტომ 13 გოლი გაიტანა. “სელტამ” ჩემპიონატში მე-8 ადგილი დაიკავა, ხოლო “ატლეტიკო” მესამე იყო და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.

0.120176