ფეხბურთი

18:19 | 29.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

კინტერო კოპა ამერიკას გამოტოვებს

პორტუგალიური “პორტუსა” და კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ხუან კინტერო საკუთარ გუნდს 2015 წლის კოპა ამერიკაზე ვერ დაეხმარება.

კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, 22 წლის ფეხბურთელი მარჯვენა მუხლის არეში ტკივილს განიცდის და 11 ივნისამდე, ანუ კოპა ამერიკის დაწყებამდე, აღდგენითი პროცესის დასრულებას ვერ მოასწრებს.

კინტეროს გარდა კოლუმბიის ნაკრები ტრავმების გამო აბელ აგილარს, ადრიან რამოსს და დანიელ ბოკანეგრას მოისაკლისებს. კითხვის ნიშნის ქვეშაა სამხრეთამერიკულ ტურნირზე ფრედი გუარინისა და ედვინ ვალენსიას მონაწილეობა. კოლუმბიას ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიის, ვენესუელისა და პერუს ნაკრებების წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

0.118391