22 წლის კანადელმა მილოშ რაონიჩმა საფრანგეთის ღია პირველობის მეორე რაუნდის საგზური მოიპოვა, სძლია რა ტურნირის პირველ წრეში ვეტერან ბელგიელ ქსავიე მალისს - 6:2, 6:1, 4:6, 6:4.
მატჩი 1 საათსა და 56 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში მილოშმა ექვსჯერ დააბრეიკა მეტოქე, საკუთარი ჩაწოდება კი ორჯერ დათმო. კანადელის ანგარიშზე ასევე გახლდათ 12 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა, მისმა მეტოქემ კი 8 ეისის წილ 1 ორმაგი დაუშვა.
დღევანელი წარმატების შემდეგ ამ ჩოგბურთელების ურთიერთშეხვედრათა ისტორიაში ანგარიში 2:0 გახდა რაონიჩის სასარგებლოდ.
როლან გაროსის მეორე წრეში მსოფლიო რეიტინგის მე-16 ჩოგანი ბელგიელ სტივ დარსისისა და ფრანგ მიქაელ ლოდრას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.