ფეხბურთი

16:43 | 29.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” მარტინესის სანაცვლოდ 24.7 მილიონს ჩამოდის

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კოლუმბიის ეროვნული ნაკრების და “პორტუს” თავდამსხმელმა ჯექსონ მარტინესმა შესაძლოა კარიერა ლონდონის “არსენალში” გააგრძელოს.

“მეთოფეები” სამხრეთამერიკელის გადაბირებასთან ახლოს არიან და კლუბი მზადაა პორტუგალიურ გრანდს მარტინესის სანაცვლოდ 24.7 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადოს.

კოლუმბიელი “პორტუს” რიგებში საკმაოდ პროდუქტიულად ასპარეზობს. გასულ სეზონში 42 მატჩში ცენტრალურმა თავდამსხმელმა 32 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებამ კი 30-დან 32 მილიონ ევრომდე აიწია.

მარტინესი “პორტუმ” 2012 წელს მექსიკურ “იაგუარესიდან” 8.8 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. სამი სეზონის წინ ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 8.5 მილიონი ევრო იყო.

0.109639