ფეხბურთი

16:09 | 29.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას კონგრესზე განგაში გამოცხადდა

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში მიმდინარე ფიფას კონგრესზე განგაში გამოცხადდა.

შვეიცარიული პოლიციის ცნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შტაბბინაში ბომბი იყო დამონტაჟებული. შეტყობინება ადგილობრივი დროით დაახლოებით 11 საათზე შევიდა და ჯერჯერობით უცნობია გაგრძელდება თუ არა ყრილობა.

დღეს ციურიხში ფიფას ახალი პრეზიდენტის არჩევნები უნდა გაიმართოს. სხდომის მსვლელობისას კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა: დარბაზში პალესტინის დროშიანი ორი ქალბატონი შევიდა და მუშაობა რამდენიმე წუთით შეწყდა. ისინი პალესტინის მხარდასაჭერ ლოზუნგებს სკანდირებდნენ და დროშა გაშალეს, მაგრამ უსაფრთხოების სამსახურმა მათ დარბაზი მალევე დაატოვებინა.

0.115509