ფეხბურთი

15:01 | 29.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

გერმანული მედია: კლოპი "ლივერპულს" დაუახლოვდა

გერმანული "დორტმუნდიდან" წასული იურგენ კლოპი უმუშევარია. აქამდე გერმანელ სპეციალისტს მადრიდის "რეალის" ჩაბარებას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა მას შემდეგ რა მადრიდულმა გუნდმა რაფაელ ბენიტესზე გააკეთა აქცენტი, კლოპი მეორე ევროპულ გრანდს დაუკავშირეს, ამჯერად - "ლივერპულს".

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა "ბილდი" წერს, რომ კლოპს "ლივერპულის" გავწრთნა სურს და შესაბამისი შემოთავაზების შემთხვევაში სამუშაოდ ინგლისში წავა. თავის მხრივ, ინგლისურმა გუნდმა ცუდი სეზონი ჩაატარა და ლივერპულელთა ამჟამინდელ თავკაც ბრენდან როჯერსს სკამი ერთობ შერყეული აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110952