ფეხბურთი

14:54 | 29.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფანცულაიამ “საბურთალოსთან” ორწლიანი გააფორმა

გიორგი ფანცულაიამ საფეხბურთო კლუბ “საბურთალოსთან” ორწლიანი კონტრაქტი გაფორმა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” საბურთალოელთა პრესატაშე კახა მგელაძემ აცნობა.

21 წლის თავდამსხმელმა განვლილი სეზონი “ზესტაფონში” დაიწყო, სადაც 15 მატჩი ჩაატარა, ხოლო მეორე წრეში “ცხინვალში” ჩაირიცხა, რომლის შემადგენლობაში ერთხელ ითამაშა.

უმაღლეს ლიგაში გადასული “საბურთალოსთვის” ფანცულაია პირველი შენაძენია.

0.115577