30-31 მაისს, ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემია, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ტრადიციულ სათამაშო დღეებს უმასპინძლებს. წრიული ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრებს გამართავენ სუპერლიგისა და გაერთიანებული ლიგის გუნდები, გაირკვევა ოქროს ლიგის ერთი ფინალისტი, ხოლო კულმინაცია ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თასის გათამაშების ფინალი იქნება, სადაც სეზონის პირველი ტიტულის მფლობელის ვინაობა უნდა გაირკვეს.
შაბათი დღე გაერთიანებული ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრებით დაიწყება. პირველები ერთმანეთს კნაუფი და რუსთავის მერია დაუპირისპირდებიან. ოთხეულში მოხვედრის შანსს ორივე გუნდი ინარჩუნებს, ოღონდ არცერთ მათგანს შესაძლოა ფრე არ აძლევდეს ხელს, ვინაიდან შანგრილასა და ჯიპიაი ჰოლდინგის შეხვედრაში, ამ უკანასკნელის გამარჯვების შემთხვევაში სწორედ ისინი მოიპოვებენ მეოთხე საგზურს.
30.05.2015. გაერთიანებული ლიგა. V ტური
12:00 კნაუფი - რუსთავის მერია
13:00 შანგრილა - ჯიპიაი ჰოლდინგი
30 მაისს კიდევ ორი დაპირისპირება გაიმართება. სუპერლიგის წრიული ეტაპის ბოლო, 17-ე ტურის შეხვედრებს გამართავენ სკ ჯვაროსნები - თბილისის სატრანსპორტო კომპანია და მფკ ნატახტარი - ბათუმის „დინამო“. პლეიოფში გამსვლელთა ვინაობა დიდი ხანია უკვე ცნობილია, ბოლო ტურმა ოთხეულში ადგილების გადანაწილების საკითხი უნდა გაარკვიოს საბოლოოდ.
30.05.2015. სუპერლიგა. XVIII ტური
14:00 ს.კ ჯვაროსნები - FC TTC
15:00 მფკ ნატახტარი - დინამო (ბთ)
შაბათისგან განსხვავებით, კვირის სათამაშო დღე გაცილებით მრავალფეროვანი და დაძაბული იქნება.
ბოლო, მეხუთე ტურის მატჩს გამართავენ გაერთიანებული ლიგის ლიდერები, თრეველ კემპ ჯორჯია და გორგია. თრეველი ერთადერთი გუნდია გათამაშებაში, რომელიც უდანაკარგოდ ასპარეზობს.
31.05.2015. გაერთიანებული ლიგა. V ტური
13:00 თრეველკემპ ჯორჯია - გორგია
საინტერესო შეხვედრა გაიმართება სუპერლიგაში, პროგრეს ბანკი გათამაშების ლიდერს შსს-ს დაუპირისპირდება. „ძალოვნებს“ ამ მატჩის გარდა წრიულ ეტაპზე კიდევ ერთი მატჩი ექნებათ ჩასატარებელი - 7 ივნისს, XIV ტურის გადადებულ შეხვედრაში ისინი პსპ-ს დაუპირისპირდებიან. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა საბოლოოდ თუ როგორ დაწყვილდებიან გუნდები ორ რაუნდიან 1/2 ფინალში, რომლებიც 14 და 21 ივნისს გაიმართება.
31.05.2015. სუპერლიგა. XVIII ტური
14:00 პროგრეს ბანკი - შსს
დაძაბული შეხვედრებია მოსალოდნელი ოქროს ლიგის 1/2 ფინალებში. ევროპაბეთისა და ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურის პირველი დაპირისპირება „ბუკმეიკერების“ მოულოდნელი გამარჯვებით, 3-1 დასრულდა, შესაბამისად ფინალში გასასვლელად, ჭიათურელების წინაშე არც თუ იოლი ამოცანა დგას. მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში, საქართველოს ბანკი და ნატახტარი პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
31.05.2015. ოქროს ლიგა. 1/2 ფინალი
15:00 ევროპაბეთი - GM ჭიათურა (3-1)
16:00 ნატახტარი - საქართველოს ბანკი
უქმეების კულმინაცია კი სეზონის პირველი ტიტულისთვის ბრძოლა იქნება - ლიგის თასის გათამაშების ფინალურ შეხვედრაში, ერთმანეთს ბი პი ჯორჯია და ერისთავი დაუპირისპირდებიან. „იურისტებისთვის“ ეს პირველი სათასო ფინალია, ხოლო მათ მეტქოეს ეს ტიტული 2012/13 წ.წ სეზონში აქვს მოგებული და ახლა მის „გადუბლებას“ შეეცდება.
31.05.2015. თასი. ფინალი
17:00 BP - ერისთავი
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი „ECCO“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“, თაფლი „მეფუტკრე“, ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”
რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები “OFFSIDE” და „ლელო week”.
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური