ფეხბურთი

12:58 | 29.05.2015 | ნანახია 914 - ჯერ

ოფიციალურად: “პორტუ” “რეალიდან” კასემიროს გამოსყიდვას შეეცდება

“პორტუს” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბი ბრაზილიელი ფეხბურთელის კასემიროს გამოსყიდვაზე იმუშავებს. სამხრეთამერიკელი ნახევარმცველი პორტუგალიურ გრანდში გასულ სეზონში იჯარით ასპარეზობდა. “პორტუმ” აღნიშნულ გარიგებაში 1.5 მილიონი ევრო გადაიხადა და კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება დაიტოვა.

2014/15 წლების სეზონში ფეხბურთელმა 41 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. როგორც ჩანს, პორტუგალიელები “რეალის” საკუთრებაში მყოფი მოთამაშის ასპარეზობით მოხიბლულნი დარჩნენ.

ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ მილიონ ევროს შესთავაზებს “პორტუ” “სამეფო გუნდს” ფეხბურთელის სანაცვლოდ. გასულ სეზონში კასემიროს სატრანსფერო ღირებულებამ 6-დან 7 მილიონ ევრომდე აიწია.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:12 | 29.05.2015
alejandro (44439)

მოკლედ სიტუაცია ასეთია: პორტუს რეალის და კაზეს თანხმობის შემთხვევაში აქვს უფლება 15 მილიონად გამოისყიდოს ტრანსფერი.
ხოლო თუ რეალი ამის წინააღმდეგია და მისი უკან დაბრუნება უნდა,7.5 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.
თავის დროზე კაზე 6 მილიონ ევროდ გვყვავს ნაყიდი და თუ ახაც გამოვისყიდით მაშინ მთლიანად 12 მილიონი გვიჯდება მისი ტრანსფერი ( 1.5 მილიონი პორტოს აქვს გადახდილი მის ტრანსფერში).
რეალს აქვს უფლება ყავდეს 3 ლეგიონერი(ანუ არაევროკავშირის მოქალაქე) და ეს სამივე ადგილი შევსებულია(ხამესი,ლუკას სილვა,დანილო).
ხამესი გამორიცხულია,ისევე როგორც დანილო და თუ კაზეს დაბრუნება გვინდა,მაშინ ლუკას სილვა უნდა გავანათხოვროთ.
ხოლო მარსელოზე ეს კანონი მას მერე აღარ ვრცელდება,როგორც კი 5 წელი შესრულდა მისი ლალიგაში ასპარეზობის...

14:39 | 29.05.2015
drogba_<3 inter (23926)

კასემირო მიდი ჩააახტი ისკოს

14:38 | 29.05.2015
Kalatburtis MUUUUU (5312)

pupone10
გეთანხმხები ყველაზე მაგრა ყიდის ფეხბურთელებს ესეთი პოლიტიკა რომ არა ერთ ერთ სუაკეთესო გუნდი იქნებოდა მსოფლოიშ რამდენი უნიჭერსი ფეხბურთელი უყიდიათ ძალიან იაფად და მერე 40 მილიონად გაუყიდიათ მაგარი ჭკუა აქვს ამ გუნდის პატრონს

13:49 | 29.05.2015
მადრიდისტა (17021)

15 მილიონს იხდის პორტუ მაგრამ არ გაყიდის რეალი

13:32 | 29.05.2015
pupone10 (1042)

ეხლა ამას იყიდიან 6 მილიონად და 1-2 წლის მერე გაყიდიან 20-ად. გამორჩეულად ძლიერი სატრანსფერო პოლიტიკა აქვთ და უდიდეს მოგებას ნახულობენ. წელს სავარადაუდოდ ჯეკსონ მარტინესს გაყიდიან სარფიანად.

0.118505